დონბასში რუსეთს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინას - Independent
საქართველო, თბილისი - 13:34 | 09.06.2022 ნანახია: 582
ბრიტანული გამოცემა Independent-ი წერს, რომ დაზვერვის მონაცემებით, დონბასში რუსულ ჯარს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინელ სამხედროებს, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკევთებაზე დამთრგუნველად მოქმედებს.
გაზეთი არ აზუსტებს, ვის მიერ და ვისთვის არის შედგენილი აღნიშნული ანგარიში.
ანგარიშის ძირითადი თეზისებია:
იარაღისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაოდენობის თვალსაზრისით რუსეთი უკრაინას 20-ჯერ აჭარბებს, საბრძოლო მასალების რაოდენობით კი - 40-ჯერ.
უკრაინელებს თითქმის ამოეწურათ "სმერჩისა" და "ურაგანის" ტიპის რაკეტები. ამ რაკეტების მეშვეობით უკრაინელები ომის პირველ კვირებში რუსეთის ძალებს შორი მანძილიდან ანადგურებდნენ. დარჩენილია „გრადის“ ტიპის რაკეტები და ჰაუბიცები, რომლებიც სამიზნეებამდე 20-30 კმ-ის დისტანციით აღწევენ.
რუსებს უკრაინული ძალების განადგურება ათობით და ასობით კმ-ის მანძილიდანაც კი შეუძლიათ. ასევე აღნიშნულია რუსეთის გიგანტური უპირატესობა ჰაერში, უკრაინელები რუსულ თვითმფრინავებს მხოლოდ იშვიათად აგდებენ.
ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და NLAW ძალიან მნიშვნელოვანი იყო ომის პირველ ფაზაში, ის მნიშვნელოვანია დღესაც, მაგრამ მათი გამოყენება შორ მანძილზე მყოფი მტრის არტილერიის წინააღმდეგ შეუძლებელია. შედეგად უკრაინას დიდი დანაკარგები აქვს და ეს თრგუნავს სამხედრო დანაყოფებში საბრძოლო სულისკვეთებას: დეზერტირების რიცხვი მუდმივად იზრდება.
რუსებმა შესანიშნავად იციან, რომ დასავლეთის მიერ გაგზავნილი მძლავრი იარაღის რაოდენობა ჯერ დიდი არ არის, ფრონტის ხაზამდე კი ის ნელი ტემპით აღწევს. ამიტომ ისინი ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, ვიდრე ჯერ კიდევ აქვთ.
უკრაინას გაცვლითი ეტაპების შემდეგ 550 რუსი ტყვე დარჩა, რუსებს 5 600-ზე მეტი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული, მოსკოვი კი გაცვლას ერთი ერთზე მოითხოვს.
ფოტო: უკრაინელი სამხედროები დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზთან სანგრების გათხრის შემდეგ ისვენებენ/AP
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















