ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-განვითარების წინაშე წვლილის მქონე ადამიანის სანქციაზე საუბარი, ღირებულებების სანქციაზე საუბარს ნიშნავს - რატი იონათამიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:49 | 09.06.2022 ნანახია: 587
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, იმ ადამიანის მიმართ სანქციაზე საუბარი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე, სინამდვილეში ღირებულებების სანქციაზე საუბარს ნიშნავს.
რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.
იონათამიშვილის განმარტებით, მეორე მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც არასდროს იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპების დაცვა.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არის საუბარი, ერთ კონკრეტულ პირს, ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართულ ეკონომიკაზე როდესაც არის მასზე საუბარი, მისი ქველმოქმედება, რომელიც სამ მილიარდ დოლარზე მეტია, მარტო ქველმოქმედება კი არ არის, ეს არის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ადამიანს აქვს ასეთი წვლილი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, მოქალაქეებისა და ეკონომიკის წინაშე, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე და ასეთი ადამიანის სანქციაზე იწყებ ლაპარაკს, აქ ღირებულებების სანქციაზეა სინამდვილეში ლაპარაკი და არა კონკრეტული ადამიანის სანქციაზე. ეს ეხება თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დემოკრატიული პრინციპების გამყარება, რადგან მეორე მხარეს ვინც არის – „ნაციონალური მოძრაობა“, მათთვის არასდროს იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი პარტიისა და ბელადის ინტერესების დაცვა. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის, რომ ყველა არჩევნებზე ძალიან მწარედ მარცხდება ეს პარტია და დამარცხდება ყოველთვის.
საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც დემოკრატიული და მითუმეტეს, ვერც არადემოკრატიული გზით ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ამ ადამიანებს არ უნდათ საქართველოს წარმატება, მათ უნდათ რევანში და შურისძიება ჩვენს მოსახლეობაზე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები აყოლილი არიან მათ ზუსტად ამ სულიკვეთებაში და ისინი საქართველოში არა საქართველოს განვითარების გულშემატკივრები, არამედ ზუსტად იმ ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერები გამოდიან, ვინც არბევდა მედიას, საკუთრების უფლებას უკიდურესად ლახავდა, ვისთვისაც ადამიანის უფლებები იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის დაერღვიათ, არ დაეცვათ და ა.შ. სისტემური იყო დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან მაშინ, რაც სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილებებით არის დასაბუთებული. ამის ფონზე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, ჩვენ დღეს ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















