ერთ კონტექსტში, სააკაშვილის, გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება, პოლიტიკური უმსგავსობაა - მიხეილ სარჯველაძე
საქართველო, თბილისი - 22:44 | 10.06.2022 ნანახია: 568
რამდენიმე ფრაგმენტი იყო, ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებაში, ისეთი, რომელიც შეიძლება, ყურადღებას იქცევდეს. მათ შორის, ცალკეულ ადამიანებს შორის გაჩნდა გარკვეული „ენთუზიაზმი“, რომ თითქოსდა პრეზიდენტი აპირებდეს შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი და შემდეგ, თვითონაც განმარტა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებაში იყო პოლიტიკური უმსგავსობა, როდესაც ის ერთ კონტექსტში საუბრობდა სააკაშვილზე, გვარამიაზე და ბიძინა ივანიშვილზე.
"მინდა გამოვეხმაურო იმ ნაწილს, შეფასებების, რომელშიც ერთ კონტექსტშია მოხსენიებული სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. ეს უბრალოდ უმსგავსობაა, პირდაპირ ვამბობ პოლიტიკური უმსგავსობაა.
იმიტომ, რომ არავითარი ლოგიკა, ახსნა, ეთიკა ამ ყველაფერს არ გააჩნია და შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ამას რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს", - განაცხადა სარჯველაძემ. ასევე, მან ურჩია პრეზიდენტს, თუ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი აქვს, თუ ვინ უშლის ხელს დიპლომატიური ფუნქციის შესრულებაში, საზოგადოებას წარუდგინოს.
"რაც შეეხება, ბოლო საკითხს, პრეზიდენტს თუ უშლის ვინმე ხელს დიპლომატიური ფუნქციების შესრულებაში, არ მგონია, ამ შემთხვევაში, მართებული იყოს ასე საკითხის დაყენება. თუ მას სურვილი აქვს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე მას ხელს უშლის, მაშინ უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ აღმოჩნდება და ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულია პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა მთავრობის მისამართით.
ალბათ, საზოგადოებაც დასვამს კითხვას, თუ ვინ ვის რაში უშლის ხელს და მე ვფიქრობ, აღმოჩნდება, რომ არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. შესაძლოა, ხელშეწყობის მეტი ვერავინ ვერაფერი ნახოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















