საქალაქო სასამართლომ ეკა კვესიტაძეს "რუსთავი 2"-სთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
საქართველო, თბილისი - 00:01 | 11.06.2022 ნანახია: 795
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ტელეწამყვან, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და კომპანიისთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც ეკა კვესიტაძის ინტერესს იცავდა.
"საია იცავდა ჟურნალისტ, ეკა კვესიტაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში. მოსარჩელე 2019 წელს გათავისუფლდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-დან. სარჩელით ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. საქმეს იხილავდა მოსამართლე ზაალ მარუაშვილი.
დღეს, 10 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამის პარალელურად მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის გაგრძელებას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მთელ რიგ საკადრო ცვლილებებს. რუსთავი 2-ში, არხის ახალმა მენეჯმენტმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება ახსნა ინტერესთა კონფლიქტით. მოსარჩელე, სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე.
ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მოპასუხის ორგანიზაციული დაქვემდებარების პირობებში მუშაობდა წლების განმავლობაში და მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ მის მიმართ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გათავისუფლებამდე გამოყენებული არასდროს ყოფილა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მენეჯმენტმა პირველივე ეტაპზე გამოარჩია სხვა თანამშრომლებისგან და სწორედ მას და რამდენიმე ჟურნალისტს შეუწყვიტა ხელფასის გადახდა. ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას.
საიასთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები. მას შემდეგ რაც მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსარჩელე მას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით. იმედს ვიტოვებთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიიღებენ დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას" - წერს საია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















