ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის ქვეყნის ევროპულ მომავალსაც გაწირავს და ეს არ უნდა დავუშვათ - ბოკერია
საქართველო, თბილისი - 19:06 | 13.06.2022 ნანახია: 580
"ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და დააბნიონ ამ ბოდვით, როცა სიმართლე არის ბევრად მძიმე. ეს ხალხი, ეს კაცი ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. ეს ვითარება გვაქვს დღეს შესაცვლელი", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
"ივანიშვილის და მისი გარემოცვა როგორი უტიფარი ბოდვითი ტყუილებითაც არ უნდა შეეცადონ საკუთარი პოზიციების შეფარვას, საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ თურმე ევროპა და ამერიკა, მოლდოვისას არა, მხოლოდ საქართველოსი, რამდენიც არ უნდა შეფუთონ ამ ტყუილებით სიმართლე, საქართველოსთვის მძიმე სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა, რომელიც მზად არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ამას მსხვერპლად შესწიროს ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, უსაფრთხოება. ღიად დაუპირისპირდეს თავისუფალ სამყაროს, აშშ-ს, ევროპას და ამას ჩვენ ვხედავთ, ვისთან აქვთ მათ დაპირისპირება? ვის წინააღმდეგ მუშაობს ქართული ოცნებისა და ივანიშვილის პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის ანუ ჩვენი მტრების, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, მათ ამხელენ და ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და დააბნიონ ამ ბოდვით, როცა სიმართლე არის ბევრად მძიმე. ეს ხალხი, ეს კაცი ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. ეს ვითარება გვაქვს დღეს შესაცვლელი და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება რომ საზოგადოების ის ნაწილიც კი შეიყვანონ შეცდომაში. ეს საგიჟეთი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც დრო გავა", - ამბობს გიგა ბოკერია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















