დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა! - ლანა ღოღობერიძე
საქართველო, თბილისი - 21:37 | 13.06.2022 ნანახია: 677
დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!, - წერს ფეიქსბუქში კინორეჟისორი ლანა ღორობერიძე.
„ერის ცნობიერებაში არსებობს ერთი, გენეტიკური მეხსიერებით განპირობებული, საკრალური იდეა, რომელიც არასდროს, არავითარ სიტუაციაში არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ. ეს დამოუკიდებლობის და მასთან შერწყმული თავისუფლების იდეაა.ის განსაკუთრებით ცხოველმყოფელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად მარტოობისთვის იყო განწირული, - პატარა, უნათესაო ქვეყანა, დიდი იმპერიების რკალში მომწყვდეული. ეს იდეა სისხლით არის განწმენდილი - მას საუკუნეთა მანძილზე შეეწირენ გამორჩეული ადამიანები და ისინი ერმა წმინდანებად შერაცხა.
დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა ამ ისტორიით დეტერმინირებული და თავის არსში ყველანაირი განსაცდელის შემცველი, ტრაგიკული მარტოობის დაძლევისა: ეს არის დიდ, ცივილიზებულ, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დაფუძნებულ ევროპულ ოჯახში გართიანება, უფრო სწორედ, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ ძნელ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელზედაც ბრძოლით, თავგანწირვით, ბორძიკით, უკანდახევებით და მაინც შეუპოვრად მივდიოდით საუკუნეთა მანძილზე. ევროპულ ოჯახში გაერთიანება კი ნიშნავს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცებას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მე მზარავს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ შეიძლება ამ გზას გადავუხვიოთ, ანუ უფსკრულში ჩავიჩეხოთ.
ამიტომ მოვუწოდებ კი არა, ვევედრები ყველას, ყველას, ვისთვისაც სამშობლო ცარიელი სიტყვა არ არის და განსაკუთრებით იმათ, ვისთანაც ერთად, სულ რამდენიმე წლის წინ, იმედი მქონდა, რომ სამართლიან ქვეყანას ვაშენებდით: განზე გადადონ ყველანაირი პირადი თუ პარტიული ინტერესი, ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი და არ გადაჩეხონ საქართველო უფსკრულში, ანუ აღდგენილ თუ მოდერნიზირებულ საბჭოთა ჭაობში. იფიქრონ იმაზე, რომ იმ ჭაობიდან კიდევ დიდხანს ვეღარ ამოვალთ და ეს მათი შვილებისთვისაც დამღუპველი იქნება.
ამის დაშვება არ შეიძლება! ეს იქნება უკიდურესი უგუნურება, ან ელემენტარულად, ქვეყნის ღალატი, - (გარემოების უაღრესი სირთულე მაიძულებს ვიხმარო ეს სიტყვა, თუმცა ყოველთვის ორგანულად ვეწინააღმდეგებოდი მის გამოყენებას თანამოქალაქის მიმართ).
დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!
იმედია, მაპატიებთ წერილის პათეტიკურ კილოს, - ის განპირობებულია საფრთხის სიღრმის და პირადად ჩემთვის, სიკვდილის სიახლოვის რეალური შეგრძნებით“, - წერს კინორეჟისორი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















