თუ დადგა აუცილებლობა, რომ დასახელდეს, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ - დავითულიანი
საქართველო, თბილისი - 13:57 | 14.06.2022 ნანახია: 639
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი. მისი განმარტებით, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში. დავითულიანმა აღნიშნული განცხადებები „გორბის“ კვლევის და საქართველოში აშშ- ის ელჩის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
„ცდომილების მარჟა კვლევაში წერია და ეს არის 3 პროცენტი. შესაბამისად, რელევანტურია ეს კვლევა. რაც შეეხება მის შინაარსს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, თუ ვინ შეადგინა კითხვები - თემატიკას რასაკვირველია, დამკვეთი ეუბნება, რა თემატიკა აინტერესებს, ხოლო კითხვების ფორმულირებას აკეთებს კვლევითი ჯგუფი. ეს „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ კი არ არის, ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს და მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ მოსმენილი გვაქვს არაერთგზის უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ. გუშინ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატის განცხადება იყო, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ომს სთხოვს. ღმერთმა არ ქნას და მე იმედი მაქვს, ეს ცხადად და ღიად არასდროს მოხდება და შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში, შეიძლება, თუმცა, ამას ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ გუშინ გააკეთეს შეფასება, თითქოსდა ეს რუსული პროპაგანდაა, თუ ეს რუსული პროპაგანდაა, რა გამოდის, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები რუსულ პროპაგანდას ღიად აცხადებენ და მიყვებიან? არ ვიცი, სად არის ლოგიკა აქ. კონკრეტულად ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი გამოვიდა და ეს განაცხადეს, ევროპარლამენტიდან ეს ღიად არავის უთქვამს, რაღაც პირობებში თუ დადგა ამ საკითხის აუცილებლობა, რომ დასახელდეს სახელები და გვარები, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ,“ - განაცხადა დავითულიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















