დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:04 | 25.02.2016 ნანახია: 1995
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან გამართა.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დავით უსუფაშვილს და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, მისი ქვეყანაც დიდი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტი პატივია საქართველოს პარლამენტის დელეგაციისთვისაც. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მოსურნეა და სწორედ ამას ისახავს მიზნად კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დელეგაციის თითოეული წევრი, მზადაა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და მისი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ჩანგ უი-ჰვამ დავით უსუფაშვილს რეგიონში განვითარებული მოვლენები და საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევები გააცნო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო ფორუმებზე მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და რეგიონში არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უკვე არსებულ ბიზნეს პროექტებს, მათ შორის, ნენსკრა ჰესის პროექტიც.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს დიპლომატიურ აქტივობას როგორც რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
ჩანგ უი-ჰვამ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარებული 24 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა წარმატებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. როგორც კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც. ჩანგ უი-ჰვამ გაიხსენა საქართველოში ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების ვიზიტიც.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასურველია, კორეის რესპუბლიკამ და საქართველომ ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმის სფეროში უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. ჩანგ უი-ჰვას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, საქართველოს ეკონომიკური პროგრესის მიღწევის საკითხებში გამოცდილება გაუზიაროს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















