ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 00:45 | 17.06.2022 ნანახია: 550
ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან.
„ძალიან საინტერესოა, ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში, მე რომ ჩამრიცხოდა რაღაც და შეიძლება მეც მყავდეს ბაბუა შემოქმედი რაღაც ჰონორარებით.
წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს მეორე მხრივ ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს მაგალითად ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია, იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც არის სიყალბე თავისი არსით, იმიტომ, რომ გეუბნება, რომ ყველაფერი რუსული მისთვის გულის ამრევია, თან რუსულ ფულს, მილიონობით რუბლს იღებს, მეორე მხრივ, 20 ივნისის აქციის მთავარი ორგანიზატორია, არის რბილი ძალის რისკი, რაც ცნობილი პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან დიდ ქვეყნებშიც.
„უნდა დაინტერესდეს ალბათ ვიღაც, მაინც და მაინც გამოძიებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება წარიმართოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ამ მილიონობით რუბლსა და 20 ივნისის აქციას შორის, რომელსაც აწყობს ელენე ხოშტარია, ან პოზნერს რომ მიუვარდა და რისკები რომ შექმნა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული, 20 ივნისს რასაც აკეთებდა თავის დროზე, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული. ჩემი უფლება არ არის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო, იქნებ ჟურნალისტები და პოლიტიკსები დაინტერესდნენ, ჩასაძიებელი ყველა შემთხვევაშია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















