Reuters: უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო დრონების მიყიდვის პროცესი შეჩერებულია
საქართველო, თბილისი - 17:57 | 18.06.2022 ნანახია: 730
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა უკრაინისთვის ოთხი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის შესახებ შეჩერებულია საფრთხის გამო, რომ ამერიკული სათვალთვალო აღჭურვილობა, შესაძლოა, მტერს ხელში ჩაუვარდეს.
ავიატექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ტექნიკური წინააღმდეგობა წარმოიშვა პენტაგონის თავდაცვის ტექნოლოგიების უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული ღრმა განხილვისას, რომელსაც ევალება დაიცვას ძვირადღირებული ტექნოლოგიები მტრის ხელში ჩავარდნისგან. როგორც Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, აღნიშნული გეგმა, რომელიც მარტიდან ცირკულირებს, მანამდე თეთრმა სახლმა დაამტკიცა.
უკრაინისთის ოთხი დრონის MQ-1C Gray Eagle-ის მიყიდვIს გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად Reuters-მა ივნისში გაავრცელა, დრონები აღჭურვილი იქნებოდა Hellfire-ს რაკეტებით, რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ველზე გამოყენებისთვის.
დრონების ექსპორტის მიმართ წინააღმდეგობა გაჩნდა საშიშროების გამო, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც ჩართულია დრონებიდან სათვალთვალო აღჭურვილობაში, ასევე რადარებში, რუსი სპეცილისტების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში შეერთებული შტატების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს ალბათობა არ იყო გათვალისწინებული პირველი განხილვის დროს, თუმცა პენტაგონში გასული კვირის ბოლოს გაჟღერდა.
როგორც Reuters-ს ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, გარიგების განხორციელების გადაწყვეტილება ამ დროისათვის განიხილება პენტაგონის მაღალ ინსტანციებში, თუმცა მისი მიღების ვადები გაურკვევლია.
Reuters-ის წყარო განმარტავს, რომ გაყიდვის პროცესის დასაჩქარებლად ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა არსებული რადარისა და სენსორების კომპლექტის შეცვლა ნაკლებად რთული აღჭურვილობით, მაგრამ ამას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.
თუ დრონების გაყიდვის პროცესი გაგრძელდება, კონგრესს ექნება მისი დაბლოკვის შესაძლებლობა, მაგრამ Reuters-ის წყაროების თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული დრონის ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















