ჩემთვის "ოცნების" ისტებლიშმენტი "გავრილოვიჩები" არიან, რომლებიც დიდი ხანია ყიდიან საკუთარ ქვეყანას - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:30 | 20.06.2022 ნანახია: 512
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ, მისი სიმდიდრე დღემდე რუსეთზეა დამოკიდებული და რუსეთთანაა დაკავშირებულ, ამიტომ ის არა ქართველი, არამედ რუსი ოლიგარქია, - აცხადებს „პროგრესი და სამართლის“ ლიდერი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
"ბატონმა ივანიშვილმა, მდინარაძის მეშვეობით, შემოგვთავაზა ნახევარსაათიანი ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა ქალბატონ ელენე ხოშტარიას. ნახევარი საათის განმავლობაში, ვიღებდით ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას, რუსეთის დიდი თეატრიდან, ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე ერიცხება გარკვეული რაოდენობის რუსული რუბლი. ჩვენ, ქართველი ამომრჩეველი, უნდა დავეჭვდეთ, არის თუ არა ხოშტარია რუსეთის ჯაშუში, რადგან რუსეთში ყველაზე პრესტიჟული რუსული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და თან, თეატრიდან ფულიც ერიცხება. გათვლა კეთდება ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც ტელევიზიიდან მიწოდებულ ნებისმიერ სისულელეს იჯერებს. არ მგონია, რომ მსოფლიოში რომელიმე ჯაშუშს ოფიციალურად ურიცხავდნენ ფულს. მაშ, რა ხდება სინამდვილეში? რატომ ერჩიან ბოლო ორი დღეა ელენე ხოშტარიას და გიორგი გახარიას?!
როგორც კვლევები აჩვენებს, ჩვენი მოსახლეობის 90 % და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70 %-ზე მეტი მყარად პროევროპულია. ბიძინა ივანიშვილის მოქმედებების გამო, რომლის შედეგად, ჩვენ ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი და პირველი ყვითელი ბარათი გვიჩვენეს, ვადა წლის ბოლომდე მოგვცეს. თუ წლის ბოლოს მეორე ყვითელ ბარათს გვიჩვენებენ, საქართველოსთვის ევროპის კარი დაიკეტება.
ეს მოცემულობა სწორად გაიაზრა „ოცნების“ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა და მიხვდა, რომ ეს პარტია არ არის პროევროპული, ის ღიად პრორუსული ძალაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სწრაფ გამარჯვებას და საბოლოოდ, არამხოლოდ ოკუპირებული 20 %-ის, არამედ მთლიანი საქართველოს ჩაბარებას ელოდა რუსეთისთვის. ამის გამო, „ოცნების“ ამომრჩეველი ტოვებს ხმის მიმცემთა რიგებს და ფიქრობს, ვის მისცეს ხმა: "ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ, წარსულის გამო და როგორც კვლევები აჩვენებს, მოსწონთ ელენე ხოშტარიას პარტია და გიორგი გახარიას პარტია.
აი, რაზე წუხს ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაიწყო ხოშტარიას და გახარიას „გაშავების“ კამპანია. ეს კამპანია ემსახურება მიზანს, რომ „ოცნების“ პროევროპელი ელექტორატი არ წავიდეს პროევროპულ პარტიებთან, რომელთაც მიზანმიმართულად აბრალებენ პრორუსულობას.
ჩემი შენ გითხარიო - ყველას ახსოვს გავრილოვის დღე. ჩემთვის „ოცნების“ ისტებლიშმენტი „გავრილოვიჩები“ არიან, რომლებიც დიდი ხანია ყიდიან საკუთარ ქვეყანას. გავრილოვის ჩამოყვანა აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ "ოცნების“ რიგებში არამხოლოდ მრავალი პრორუსი, არამედ რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული მონები არიან.
აქვე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ, მისი სიმდიდრე დღემდე რუსეთზეა დამოკიდებული და რუსეთთანაა დაკავშირებულ, ამიტომ ის არა ქართველი, არამედ რუსი ოლიგარქია", - წერს ოქრიაშვილი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















