მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა
საქართველო, თბილისი - 11:06 | 26.02.2016 ნანახია: 1730
გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით ვიზიტისას განხორციელებულ ყველა დონის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანიამტკიცე მხარდამჭერია, როგორც საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროპული მომავლის.
"მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების. ისინი ხედავენ, რომ საქართველო ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს დაწარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი,ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ძლიერი . დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურგანვითარებას და ახალ შესაძლებლობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის . ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დახმარება გააგრძელონ ამმიმართულებით, ყველა დონეზე. ეს არის პოლიტიკური , ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. გამოხატული არის სრული მზადყოფნა,გაგრძელდეს ეს დახმარება საქართველოსადმი"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესისწარმატებით დასრულებას და საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს გერმანულ მხარესთან. " მათი მხრიდან გამოიხატა სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და ჩვენგავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს,უფრო გაღრმავდეს, განვითარდეს და უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანოს ორი ქვეყნისთვის"- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით ბერლინში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ვითარებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის მიმართ. " მათი მხრიდან არის სწორი აღქმა და მიდგომები, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია. არის ასევემზადყოფნა გამოხატული ყველას მხრიდან, რომ მაქსიმალურად იდგეს საქართველოს გვერდით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ამსაფრთხეებისადმი გამკლავება, რეფორმების განხორციელება და წარმატების მიღწევა ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობებისკუთხით ქვეყანაში."- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 23-26 თებერვალს შეხვედრებს მართავს გერმანიის აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკურ ცენტრებში, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















