ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია - ალეკო ელისაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:57 | 29.06.2022 ნანახია: 598
3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
მისი თქმით, ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია.
„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია“, - თქვა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ენერგიის გაფანტვას და „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, როგორც დაეხმარნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ერთი წელი არ აწერდნენ ხელს.
„ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები, ან „ქართული ოცნების“ უნებური დახმარება. ახლა სასწორზე დევს საქართველოს პერსპექტივა – ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით, ან გავხდებით ტანბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ვისაც საქმე აქეთკენ მიჰყავს და ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა, ამაში ვერავის დავეხმარები. ამიტომ აქციაზე არ მივალ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















