ნატო-მ რუსეთი სტრატეგიულ საფრთხედ აღიარა
საქართველო, თბილისი - 19:48 | 29.06.2022 ნანახია: 465
ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტზე მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელითაც ოფიციალურად შეიცვალა რუსეთის სტატუსი ალიანსთან ურთიერთოებაში.
ახალი სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, ნატო რუსეთს განიხილავს, როგორც ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხეს მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის.
"რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში", - ნათქვამია კონცეფციაში, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სტრატეგიას მომდევნო ათწლეულისთვის.
ამასთან, ალიანსი ხაზს უსვამს, რომ თავად არ ესწრაფვის რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
კონცეფცია არ აკონკრეტებს, მიიჩნევს თუ არა ალიანსი რუსეთს თავის მტრად თუ მოწინააღმდეგედ, მაგრამ მზად არის მისი მხრიდან აგრესიისთვის.
"არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს ძალასა და მონდომებაში, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, დავიცვათ მოკავშირეთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დავძლიოთ ნებისმიერი აგრესორი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი იძულების, ფეთქებადი აქტივობისა და ანექსიის გზით ცდილობს გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების შექმნას.
"ის იყენებს ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. მისი აგრესიული სამხედრო პოზიცია და რიტორიკა, ისევე როგორც მისი დადასტურებული მზადყოფნა გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს"“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე, ნატო რუსეთის თავის სტრატეგიულ კონცეფციაში პარტნიორად მოიხსენიებდა.
ამავდროულად, ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირველად განსაზღვრა საკუთარი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და იძულების პოლიტიკა გამოწვევაა ჩვენი ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირებულებებისთვის. ჩინეთი იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური ყოფნა და წარმოაჩინოს ძალაუფლება, ამასთან დარჩეს გაუმჭვირვალე მისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო გაძლიერების კუთხით. ჩინეთის ზიანის მომტანი ჰიბრიდული, კიბერ ოპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია გამიზნულია მოკავშირეებისთვის და აზიანებს ალიანსის უსაფრთხოებას", – ნათქვამია სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეს უქმნის ნატო-ს ღირებულებებს და ინტერესებს.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთგაძლიერებული მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ნატოს წინა სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2010 წელს ლისაბონში მიიღეს, ჩინეთი საერთოდ არ იყო ნახსენები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















