ძალადობა მიუღებელია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ - კელი დეგნანი
საქართველო, თბილისი - 19:24 | 01.07.2022 ნანახია: 616
ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვევს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ვიტყვით, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ძალიან პოზიტიური, სადაც შეიკრიბა ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა, რათა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან, ერთიანდებიან ისინი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, რომელსაც აღნიშნავდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს”,- თქვა დგენანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















