შეწყვიტეთ ეს გაუგონარი კამპანია კელი დეგნანის წინააღგმდეგ! შეწყვიტეთ აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია! შეწყვიტეთ პუტინისტების დაჯგუფებების ფარული მხარდაჭერა - ზვიად კვაჭანტირაძე
საქართველო, თბილისი - 18:10 | 09.07.2022 ნანახია: 692
შეწყვიტეთ ეს გაუგონარი კამპანია კელი დეგნანის წინააღგმდეგ !!! შეწყვიტეთ უკვე აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია ტროლების და ბოტების ხელით, რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! შეწყვიტეთ პუტინისტების დაჯგუფებების ფარული მხარდაჭერა, - წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.
"შეწყვიტეთ ეს გაუგონარი კამპანია კელი დეგნანის წინააღგმდეგ !!!
შეწყვიტეთ უკვე აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია ტროლების და ბოტების ხელით, რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! შეწყვიტეთ პუტინისტების დაჯგუფებების ფარული მხარდაჭერა. (აქ იდიოტი არავინაა. ქვეყანა პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთებმა გაცილებით მეტიც).
ხომ იცით, რომ ამას ცუდი შედეგი ექნება და ქვეყანა არ გაპატიებთ? ევროპაში ინტეგრაციისთვის ათწლეულები იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ თქვენი უგუნურებით, მავნებლური, ზედმეტი თავდაჯერებულობით, ცრუ პატრიოტიზმით და ყეყეჩობით ერთ დღეს ყველაფერი წყალში გადაგაყრევინოთ. მოუხმეთ ცივ გონებას და გახსოვდეთ, რომ ყველანი ხართ პასუხისმგებლები რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ასეთი თუ ისეთი ოპოზიციაც , მეტნაკლებად და რა თქმა უნდა, უპირველესად ხელისუფლება.
რაც შეეხება პოლარიზაციას. იგი დიდი ხნის წინ დაწყებულია და საუბედუროდ ეს პროცესი ისევ გაძლიერდა, როდესაც "შუა გავკრიფეთ" , გავაცამტვერეთ, დავაკნინეთ, მიწასთან გავასწორეთ და მე, დღეს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ იმაში, რომ 2019 დან კიარა, გაცილებით ადრე წინ არ აღვუდექი ამ არასწორად მართულ და ძალიან ცუდ პროცესს, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ბოროტული, ილუზორული და მცდარი ნარატივი "ან ნაცი ან ქოცი". საუბედუროდ, არც დღეს ჩანს ნება, გავერთიანდეთ, თუნდაც ქვეყნის ეგზისტენციალური ინტერესებისთვის, არცერთი მხრიდან არ ჩანს, თუმცა ვალდებულები ხართ ცივი წყალი დალიოთ, ნერვები დაიოკოთ, დაწყნარდეთ და ქვეყნის საქმე ერთად აკეთოთ, ვიდრე ამის ლეგიტიმაცია გაქვთ და ვიდრე ადგილებს იკავებთ პარლამენტში ორივე მხარეს. დეკემბერიც მალე მოვა და შედეგი უნდა დადოთ. არ დადებთ და თქვენი აჯობებს.
-----------
კომენტარებს ვთიშავ. ჩემთვის აქ არც საკამათოა რამე და არც დრო და სურვილი მაქვს ამის. ვისაც ეს პოსტი არ მოეწონება, გააბოროტებს და გააბრაზებს შეგიძლიათ უკომენტაროდაც დატოვოთ ჩემი ფრენდლისტი", - წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის წვერმა. "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ამერიკის ელჩს კელი დეგნანს წერილით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ "ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ".
კელი დეგნანმა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















