„მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ, ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან! - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:32 | 21.07.2022 ნანახია: 555ივანიშვილი და მისი „ღალატის ოცნება“ მთელ მსოფლიოსთან პოლარიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ევროკავშირის ელჩ ჰარცელზე, ანუ თავად ევროკავშირზე თავდასხმა, ოპოზიციაზე, უკრაინის ხელისუფლებაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმები, - აცხადებს "პროგრესი და თავისუფლების" ლლიდერი კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, „ოცნება“ ნერგავს და ამწვავებს პოლარიზაციას ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. სამაგიეროდ, პოლარიზაციის არავითარი ნიშანი არ არის გარეთ პუტინის რუსეთთან და შიგნით ელისაშვილ-მეგრელიშვილის ვითომ პარტიებად წოდებულ „ოცნების“ დანამატებთან.
"ფაქტია, რომ ივანიშვილი ასრულებს ჩვენი მტრის, რუსეთის დავალებებს იმ ფონზე, როცა ჩვენი მოსახლეობის 90 %-ს სურს, ქვეყნის
30-წლიანი ბრძოლა ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს. მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ, ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან!
„ოცნებამ“ დაკარგა ბმა საქართველოს მოსახლეობასთან და ის კანონგარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლებაა. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და წინდახედულობა, რომ ივანიშვილის „ღალატის პარტია“ ყოველგვარი არეულობის გარეშე გავუშვათ უკანონოდ მიტაცებული ხელისუფლებიდან.
როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ?! ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია და ჩვენ ამას მივაღწევთ!", - თქვა ოქრიაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















