ევროკავშირის ქვეყნები გაზის დაზოგვის საგანგებო გეგმაზე შეთანხმდნენ
საქართველო, თბილისი - 19:12 | 26.07.2022 ნანახია: 713
ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირების საგანგებო გეგმაზე შეთანხმდნენ.
26 ივლისს, ბრიუსელი წევრი ქვეყნების ენერგეტიკების მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ევროკომისიის გეგმა, რომელიც გაზის მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს.
როგორც ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა კლოდ ტურმესმა აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ხმა ევროკომისიის წინადადების წინააღმდეგი მისცა, უნგრეთი იყო. თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობა საკმარისია.
ახალი გეგმის მიზანია, შეამციროს რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით.
ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს ეროვნულ დონეზე გაზის მოხმარების შემცირებას, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე, 15 პროცენტით.
გეგმის შესრულება ნებაყოფლობითია. ბლოკის წევრები თავად შეარჩევენ გაზის მოხმარების შემცირების სტრატეგიას. ევროკომისიის წინადადებით, მიზანშეწონილია, მოხმარება შემცირდეს 15%-ით 2016-2012 წლების საშუალო მოხმარებასთან შედარებით.
ამასთან, საგანგებო ვითარების შემთხვევაში, თუ რუსეთიდან გაზის მიწოდება სრულად შეწყდა, ევროკომისია უფლებამოსილი იქნება, შემოიღოს სავალდებულო ზომები, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის წევრებმა.
შეგახსენებთ, 20 ივლისს ევროკომისიამ ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარადგინა.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















