იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:05 | 01.08.2022 ნანახია: 824რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა, - ასე ეხმიანება „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2026 წლამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან გაიზრდება.
„„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია-კატასტროფებიც ამ მოვლენების შედეგია და იგივე ხდება ყველა სფეროში. „ოცნება“ ღუპავს ქვეყანას. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს!
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან ზრდასთან დაკავშირებით: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები, პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს ყოვეწლიურად 10-15%-ით. ივანიშვილის მმართველობის ათ წელიწადში კი, ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ 1,1 %-ით იზრდებოდა და ჯამში, 14 %-ით გაიზარდა.
მაშ, რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა. რაც მეტ ეროვნულ ვალუტას დაბეჭდავენ, მით მეტად დაეცემა ლარის კურსი, ასე რომ საჯარო მოხელეებს ლარში ხელფასი გაეზრდებათ და ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში შეუმცირდებათ. ეს ხომ მორიგი აფერისტობაა?!
გამოსავალია ახალი, პროგრესული, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მთავრობის მოსვლა. ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად ნულიდან უნდა ააშენოს ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა და ის, როგორც ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი, უნდა აქციოს საერთო ეროვნულად ამოცანად. ეს არის მომავლის გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განახორციელონ მომავლის ლიდერებმა“, - ამბობს ოქრიაშვილი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















