არც ერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, როგორც საქართველოში - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:55 | 08.08.2022 ნანახია: 716
დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ დიდ პატრიოტობაზე, მინდა, მათ შევახსენო, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად გაუხსნა უვიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება.
„დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა, შევახსენო, თქვენი ხელმძღვანელების საყურადღებოდ. აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ მაშინ, მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა. ეს ერთი. მეორე – ცალმხრივად, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. და მესამე – ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ, ომის შემდეგ, არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს დაკისრებოდა გარკვეული სანქციები ოკუპაციის გამო, მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რაც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
მიუხედავად მთავარი მცდელობისა, რომ იმ მოღალატეებს, ვინ ეს ომი არ ააცილა და ვერ ააცილა ჩვენს ქვეყანას, მათი ეს გეგმა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ, მათ დაიწყეს და ახლა ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი. ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ, რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. უნდათ, შეაფერხონ ტურისტების შემოდინება საქართველოში. ეს ვისზე აისახება, ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ასე რომ, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















