"ქართული ოცნება" სამხედროებს საფრთხის ქვეშ აგდებს, გმირებზე ინფორმაციას მტრებს გადასცემს, ეს ღალატია - ელენე ხოშტარია
საქართველო, თბილისი - 16:26 | 09.08.2022 ნანახია: 670
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმიანება რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ხელში ჩაიგდეს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივიდან.
თავად ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გაუტანია და დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართველი სამხედროის პირადი საქმის ოკუპანტების ხელში აღმოჩენა ცხადჰყოფს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
"მინდა, გამოვეხმაურო უკიდურესად საგანგაშო ფაქტს, რომელიც გუშინ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ვიხილეთ. სიუჟეტის მიხედვით, ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ხელში. წლების განმავლობაში, არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია წლების განმავლობაში.
გვახსოვს ტრისტან წითელაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ქართული სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა.
გვახსოვს გია ცერცვაძის საქმე, როდესაც ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ ინფორმაცია ასევე გადაეცა რუსეთს.
უკვე არაერთი ფაქტი მიანიშნებს რომ ეს თანამშრომლობა ნამდვილად არსებობს.
ჩვენ ასევე ვხედავთ სახელმწიფოს დამოკიდებულებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ. უკრაინაში დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვენებისას არა თუ სატანადო პატივს მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც კი ისმის მათი ბრძოლის შესახებ.
ეს დამოკიდებულება და ის, რაც ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ, აღარ არის მხოლოდ დამოკიდებულება. ეს უკვე ფაქტია - ჩვენ დავინახეთ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული რუსი ოკუპანტის ხელში. ოკუპანტის ხელში, რომელმაც აწამა ანწუხელიძე და რომელსაც ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები. ოკუპანტის ხელში, რომელიც იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს. ოკუპანტის ხელში, რომელმაც გამოყარა დევნილები და აწამა ქალები, ბავშვები. და ამ ოკუპანტს დღეს ჩვენს დასაცავად ებრძვის უკრაინა. უკრაინასთან ერთად კი იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ. სწორედ ამ სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს „ქართული ოცნება“.
ეს არის ღალატი და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ შიდაპოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს გადასცემს პირად ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ.
მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის სამინისტროს მიმართ იმიტომ, რომ არანაირი ილუზია არა მაქვს, რომ უწყება რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ იმიტომ, რომ ეს გამოძიებაც მიტაცებულია ხელისუფლების მიერ. მაგრამ ამასთანავე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ", - აცხადებს ხოშტარია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















