ეს ომი პუტინის უპირობო დანებებით უნდა დასრულდეს - ლანდსბერგისი
საქართველო, თბილისი - 23:33 | 11.09.2022 ნანახია: 548
პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის რუკიდან წაშლის შესახებ ჩავარდა. ის მოლაპარაკების პოზიციაზე არ არის. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
ამავდროულად, ლანდსბერგისმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ლიდერებს შთამაგონებელი სიმამაცისთვის.
"პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის რუკიდან წაშლის შესახებ ჩავარდა. ის მოლაპარაკების პოზიციაზე არ არის. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით. უკრაინის გმირები ყოველდღიურად აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს, მადლობა შთამაგონებელი ლიდერობისთვის.
ნება მიბოძეთ, ვიყო გულახდილი. უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ თვეების წინ შეეძლო რუსების განდევნა, პირველივე დღეებში რომ მიეღო აუცილებელი აღჭურვილობა
უფრო სწრაფად რომ მოგვეხდინა უკრაინის შეიარაღება, ათასობით სახლი არ დაინგრეოდა, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, ათასობით ბავშვი უსაფრთხოთ იქნებოდა მშობლებთან ერთად. უნდა ვაღიაროთ, რომ დაშოშმინების პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო მათ დასაცავად", - წერს ლანდსბერგისი.
მისივე თქმით, უკრაინის ხალხმა საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენი პატივისცემის მოსაპოვებლად, "ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ომის სწრაფად და სამუდამოდ დასრულებაში".
ლანდსბერგისი განმარტავს რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომი სწრაფად დასრულდეს.
"1. დასავლური თანამედროვე შეიარაღება (ATACMS, ტანკები, მოიერიშე თვითმფრინავები) ხელმისაწვდომი უნდა იყოს უკრაინისთვის;
2. ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ და გავაძლიეროთ უსაფრთხო ზონები ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიების გარშემო, რათა პუტინი მათი იარაღად გამოყენება ვერ შეძლოს;
3. მკაფიო წითელი ხაზები უნდა გაივლოს და მათი გადაკვეთის შედეგები ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი პუტინისთვის;
4. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სხვები უნდა გაიგზავნონ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რათა გამოიძიონ იქ ჩადენილი დანაშაულები;
5. უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია;
მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის სიძლიერეში, ბოდიში უნდა მოიხადონ. უკრაინა გვიცავდა ჩვენ ყველას, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. დადგა დრო, ჩვენი ღრმა მადლიერება გამოვხატოთ", - წერს ლანდსბერგისი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















