მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:16 | 29.02.2016 ნანახია: 1860
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურჰგალტერს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA) და საქართველოს შორის თავისუფალის ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ საქართველოში გაზრდის ევროპის აღნიშნული სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოცულობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„შვეიცარიის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრირებული ბაზარი და ვაჭრობის მეტი მოცულობა ამ ქვეყანასთან გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ორმხრივ თანამშრომლობას“- განაცხადა მინისტრმა.
შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები EFTA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური თუ ექსპერტული ნაწილით. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში“- განაცხადა დიდიე ბურჰალტერმა.
საქართველოსა და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მხარეები დოკუმენტის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რის შემდეგაც შეთანხმებას ხელი მოეწერება.
შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 2016-2018 წლის პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანის უფლებადა დაცვის საკითხებში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















