ჰკითხეთ გახარიას, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე, ერთ-ერთი მატჩის დროს გამოვიარე, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 22:07 | 22.09.2022 ნანახია: 551
ჰკითხეთ გახარიას, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე, ერთ-ერთი მატჩის დროს გამოვიარე, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, - წულუკიანმა უპასუხა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვას, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ არის ის უგუნური, ვინც ახალი სპორტის სასახლე სასაფლაოსთან დაგეგმა.
„ბატონო ალეკო, არ ვიცი კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ ის იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, დიდად საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. მგონი, დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ვმუშაობ, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანე სხვაგან, არასწორი შეკითხვაა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, რადგან ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობა გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ აქედან შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“, – განაცხა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















