არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი - კეზერაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:29 | 29.09.2022 ნანახია: 515
ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი, - ამბობს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.
მისი ტქმით, გულდასაწყვეტია, რომ სახელისუფლებო მედიის ცილისმწამებლურ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ.
"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო.
დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ.
დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, უკრაინელებმა იგრძნონ, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩემ მოვალეობად მიმაჩნია სწორედ ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების დროისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი, ბუნებრივია, აქეთაა მიმართული.
შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს. უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ.
ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.
ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება - საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს.
ყველა ვალდებული ვართ დავინახოთ დიდი სურათი და ქვეყნის ინტერესებისთვის ვიმოქმედოთ - დროულად და ეფექტურად.
დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს.
მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში.
მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.
ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გაზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას - დეოლიქარგიზაცია, საქართველოს - დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი - კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს.
მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში.
ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის.
ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას.
რა თქმა უნდა ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.
ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე.
ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს - ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ!" - აცხადებს დავით კეზერაშვილი.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















