დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით - იენს სტოლტენბერგი
საქართველო, თბილისი - 21:26 | 30.09.2022 ნანახია: 755
პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი გამოაცხადა რუსეთის ნაწილად. ეს არის ძალის გამოყენებით ევროპის ტერიტორიის უმსხვილესი ანექსიის მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ყალბი რეფერენდუმები დაიგეგმა მოსკოვში და ჩატარდა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა. ეს მიწები უკრაინისაა. დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი არის უკრაინა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით, თუმცა ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ომად და ეს არ ცვლის უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ჩვენს მზადყოფნას. ნატო არ არის ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, რაც გაწერილია გაერო-ს წესდებაში. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და მტკიცე, დავიცვათ ნატო-ს თითოეული მოკავშირე და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. პუტინმა განახორციელა ასობით ათასი დამატებითი სამხედროს მობილიზება, ის დაკავებულია ბირთვული იარაღის ჟღარუნით და ახლა მოახდინა დამატებით უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსია. ყველაფერი ერთად, ეს წარმოადგენს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პუტინის ქმედებები არის იმის აღიარება, რომ მან ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და რჩება მტკიცე უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში.
„ეს ყველაფერი არ აჩვენებს სიძლიერეს, ეს აჩვენებს სისუსტეს, ეს აჩვენებს სისუსტეს. ეს არის აღიარება, რომ მისი გეგმის მიხედვით არ მიდის და პუტინმა ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. პუტინს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ომზე და მისი პასუხისმგებლობაა მისი დასრულება, მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულება, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის დასრულება, რომელიც აზარალებს ამდენ ადამიანს მთელს მსოფლიოში. რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ევროპაში. ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ჩვენ ვრჩებით მტკიცე, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში, ვიდრე ის აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















