დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:00 | 01.03.2016 ნანახია: 189429 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან. ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან მარიტ ნიბაკთან.
მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ნატოს წევრობის გზაზე დაფიქსირებული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით.
„საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით ხელმოწერას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნორვეგია უცხადებს საქართველოს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არის შენგენის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ის თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, გავრცელდება, ასევე, ნორვეგიაზეც.“
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ელსბეთ ტრონსტადმა. ნორვეგიულმა მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ნორვეგიის, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მდიდარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















