თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან - რეზნიკოვი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 11:23 | 07.10.2022 ნანახია: 549
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა რუს სამხედროებს მიმართა და მოუწოდა დრო არ დაკარგონ და რუსეთი ტრაგედიისგან იხსნან, რუსეთის არმია კი - დამცირებისგან. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელძღვანელობამ ისინი მოატყუა და გაყიდა, როდესაც ვლადიმირ პუტინის ილუზიური მიზნებისთვის სასიკვდილოდ გაიმეტა.
„ეს არის გზავნილი კიევიდან. მე ვარ ოლექსეი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი. მივმართავ რუსეთის არმიის სამხედროებს, მეზღვაურებს, სერჟანტებს, მეთაურებს, ოფიცრებს, გენერლებსა და ადმირალებს... უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოწოდება მიმართულია ოფიცრებისა და სარდლობის მიმართ, რადგან თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი მარხავენ თავიანთ თანამებრძოლებს.
„ახლა თქვნი მედესანტეები იღუპებიან დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. მათ იციან თავიანთი საქმე. მაგრამ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა მათი სასიკვდილოდ გამეტება... თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. თქვენ გპირდებოდნენ იოლ გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით საფასურს ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა თქვენ არ გისმენენ, რადგან თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას, მოსკოვში კი არ უყვართ სიმართლე. მათთვის მარტივია ილაპარაკონ, რომ თქვენ გმირულად დაიღუპეთ, ნატო-სთან ბრძოლაში“, - თქვა რეზნიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები უკრაინში არავის „ათავისუფლებენ“, არამედ ანადგურებენ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ მათ კეთლ მეზობლებად მიიჩნევდნენ.
„გეტყვით რა იქნება შემდეგ, ათასობით რუსი ახალგაზრდა დაიღუპება, უფრო მეტი დარჩება ხელებისა და ფეხების გარეშე. თქვენ დაგადანაშაულებენ და ისევ გიღალატებენ, როგორც არაერთხელ გიღალატეს“, - თქვა რეზნიკოვმა.
მან განაცხადა, რომ უკრაინელებს რუსეთის მიწები არ სჭირდებათ, თავისიც საკმარისი აქვთ.
„ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამართლიანობის გარანტიას ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. ჩვენ ტრიბუნალს გადავცემთ ყველას, ვინც იძლეოდა დანაშაულებრივ ბრძანებებს. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაარჩინოთ რუსეთი ტრაგედიისგან, რუსეთი არმია კი დამცირებისგან, მაგრამ დრო გადის. არ დაკარგოთ ეს დრო“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















