ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, ნიკანორ მელიამ გააგზავნა მესიჯბოქსი „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“ - თაკო ჩარკვიანი
საქართველო, თბილისი - 13:16 | 07.10.2022 ნანახია: 632
ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ, მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება გახმოვანება)…. იყო ერთი ამბავი, ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ, მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან „არ მიხვიდეთ, ხელი შემეშლება კარგი გეგმის განხოციელებაში და მიშასთვის ცუდი იქნებაო“, ( ცხადია, მაშინ ამომრჩეველმა დაუჯერა მას და არც მიკვირს) შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია, მერე პიპინით-პიპინით ატარა ქუჩაში ენერგეტიკის დაცლამდე, შემდეგ გახსოვთ მისი ფრთიანი ფრაზა: „აქციებმა აქტუალობა დაკარგეს“, „ახლა აქციის დრო არ არის, საქმეს ასე სჭირდება“, მიშა ჩემი მეგობარი არ არის და არ და ვერ იქნება მომავალშიც“. შემდეგ ხიდად დაუდგა ოლიგარქ ივანიშვილს და გამოაცხადა მსხვილი ოპ პარტიის თავმჯდომარემ, რომ აგერ ზოგიერთ ოპო პარტიას რომ აფინანსებს ეს კეზერაშვილია ოლიგარქიო, თან ეს იმ დროს გააკეთა ნიკა მელიამ, როცა დასავლეთმა ივანიშვილი შეიყვანა ოლიგარქთა სიაში, გახსოვთ ალბათ ცხელ შემოდგომას“ დაჰპირდა ამომრჩეველს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, უფრ სწორად „გეგმა“ იყო მზაკვრული…. საკონტროლო გასროლა კი გუშინ „ჩაატარა“ მელიამ კლინიკა ვივამედდთან, როცა მტერს დაანახა, რომ სააკაშვილს თითქოს, თურმე მხოლოდ 50-80 კაცი ჰყავს მომხრე, როცა პარტიის (ხელფასზე მომუშავე) მობილიზაციის შემთხვევაში იქ ჩვეულებრივად 7 ათასი კაცი მაინც უნდა იდგეს ეს აქსიომაა ( ეს რა თქმა უნდა, თუ ნება და სურვილი აქვს თავმჯდომარეს და მობილიზაციას მოახდენს ) რა კითხვებია დარჩენილი?!ნუ ბრმათათვის შეიძლება არის, მოაზროვნეთათვის კითხვა აღარ არსებობს! ეს ან უმეცრებაა, ან მიზანმიმართული ღალატი – ორივე კატასტროფაა, ერთი განსაკუთრებით!!!! აი, ეს არის სიმართლე, რომელზეც ვცდილობდი, მაქსიმალურად არ მესაუბრა!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















