ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს - The Times
საქართველო, თბილისი - 12:51 | 08.10.2022 ნანახია: 644
ფრონტის ხაზზე უკრაინის ძალების ბოლო წარმატებებმა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი გაუჩინა, რომ სრულმასშტაბიანი ომი წლის ბოლომდე დასრულდება. იუწყება The Times.
ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი გამოწვეულია სწორედ უკრაინელი სამხედროების ბოლო წარმატებებით და არა კონკრეტული სადაზვერვო მონაცემებით. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა გამოცემას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წარმატება გაგრძელდება, რუსეთის ძალები განდევნილი იქნებიან დონბასიდან და რუსეთში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან.
ამავე დროს, ყირიმის დაბრუნება, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, რთული იქნება და როგორც მოსალოდნელია, დიდ სამხედრო დანაკარგს მოიტანს. The Times-ს ასევე უთხრეს, რომ ვერ ხედავან ნიშნებს იმისა, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
ევროპის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი იზიარებს ბრიტანეთის მთავრობის არაოფიციალურ მოსაზრებას.
„ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის კოლაფსი {რუსული ძალების}, ყოველ შემთხვევაში დონბასში და მჯერა, რომ რუსები 23 თებერვლის ხაზს იქით წლის ბოლომდე განიდევნებიან“, - განაცხადა ჰოჯესმა.
რაც შეხება ყირიმს, ჰოჯესმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება ნახევარკუნძელზე რუსეთის ძალების დიდი რაოდენობის გამო. ამასთან, ხერსონის დაბრუნება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს გაანადგუროს ყირიმში სამხედრო სამიზნეები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
ამასთან, ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ უკრაინელების წარმატება ასეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის და ინციატივის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, დონბასში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















