საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის ყველა ოლქში ისმის

საქართველო, თბილისი - 11:01 | 18.10.2022
ნანახია: 301

დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის ყველა ოლქში ისმის. კიევში სირენების ხმა დილის 06:26 საათიდან ჩაირთო. ერთ-ერთი ბოლო იმიერკარპატების ოლქია, სადაც განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვში ხუთი წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია მოხდა. მერის იგრორ ტერეხოვის განცხადებით, დარტყმის ქვეშ არის ქალაქის სამრეწველო რაიონი. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან, ღამით იბომბებოდა მიკოლაევის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე