თუ რამე გაფუჭდა, მუშის ან ხელოსნის ბრალია და თუ გაკეთდა, აუცილებლად კალაძემ გააკეთა - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:58 | 18.10.2022 ნანახია: 532
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაში თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
"ოთხი დღის თავზე ეძებთ მუშას. გინდათ, რომ მუშა იყოს დამნაშავე და არა თანამდებობის პირი. რამდენი [თანამდებობის პირი] იყო ვაკის პარკში შადრევანის გახსნაზე? დედაქალაქის მერიის ყველა სამსახური, საკრებულოს წარმომადგენლები იქ იყვნენ. ვიდეოსა და ფოტოებში ჩანდა, რომ უამრავი ადამიანი, 100-150 კაცი იქნებოდა გახსნაზე. მას შემდეგ ყველა დაიმალა. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა.
თუ რამე გაფუჭდა, მუშის ან ხელოსნის ბრალია და თუ გაკეთდა, აუცილებლად კალაძემ გააკეთა. ჩვენ აღმშენებლები ვართ, რა მაგრად ვიმუშავეთო, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაშინვე გაქრება - არა, კახი რა შუაშია, ახლა კახიმ ხომ არ დაამონტაჟა?! და 220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?! ან ის, გამომრთველი რატომ არ იყო?! მერიამ როგორ ჩაიბარა?! როგორც კი მერიის სამსახურმა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მერმა მოგვიწოდა, რომ მოდით აქ და დაისვენეთო, სიყვარულის ადგილი გახდებაო ვაკის პარკიო და რამდენიმე საათში ბავშვი დაიღუპა, ამაზე ახლა ხმა არ ამოიღოთ ოპოზიციამო. რას ჰქვია, ამ ტრაგედიაზე თქვენ როგორ იღებთ ხმას?!" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















