ხერსონის „ადმინისტრაცია“ მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 11:57 | 19.10.2022 ნანახია: 541
რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციამ“ ხერსონის მაცხოვრებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც უკრაინის არმიის შესაძლო დაბომბვის გამო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
ანექსირებული რეგიონის „ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ“ კირილ სტრემოუსოვმა“ „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ უკრაინამ ხერსონის ოლქში ფრონტის ხაზზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა განათავსა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები შეტევას უახლოეს დღეებში დაიწყებენ, რის გამოც ხერსონი და ოლქის მარჯვენა ნაპირის ნაწილი, შესაძლოა, ცეცხლის ქვეშ მოექცეს. „ქალაქის ჩაბარებას არ ვაპირებთ. ბოლომდე ვიდგებით“, - თქვა სტრემოუსოვმა.
ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნიპროს მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო.
ასევე, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებაზე სიტუაციას დაძაბული უწოდა და განაცხადა, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს.
მასთან ინტერვიუ რუსულ ტელერახ „როსია 24“-ის ეთერში გავიდა. მან პირველად აღიარა რთული ვითარება, რომელშიც რუსეთის არმია ხერსონთან აღმოჩნდა, რაზეც უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინის ხელისულება და უცხოელი ექსპერტები საუბრობენ.
სუროვკინის თქმით, „ნატო კიევისგან მოითხოვს შეტევით ოპერაციებს“ ხერსონის მიმართულებაზე, „ყოველგვარი მსხვერპლის მიუხედავად, როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში“.
სუროვკინის განცხადებით, ხერსონთან მიმართებით რუსეთის შემდგომი გეგმები დამოკიდებული იქნება სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს „არამარტივი გადაწყვეტილებების მიღებას.“
დამოუკიდებელი ექსპერტები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა ამერიკული ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემების HIMARS-ების დახმარებით, მწყობრიდან გამოიყვანეს მდინარე დნიპროზე რამდენიმე ხიდი, რუსული დაჯგუფებები მდინარის დასავლეთ სანაპიროზე ნორმალური მომარაგების გარეშე დარჩნენ, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ რუსული დანაყოფები ხერსონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















