რუსეთმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმა და ისტორიულ კატასტროფას გეგმავს - ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 23:24 | 20.10.2022 ნანახია: 590
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები დანაღმეს და ტერაქტის განხორციელებას გეგმავენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.
„რუსეთი სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის ნიადაგს მიზანმიმართუალად ქმნის. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის წყალს იტევს. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, სწრაფი დატბორვის ზონაში აღმოჩნდება 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ხერსონი. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყლით მომარაგებას.მისივე თქმით, რუსეთის მოსალოდნელმა ტერორისტულმა თავდასხმამ, შესაძლოა, წყლის გარეშე დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელეტქროსადგური, რადგან გაგრილებისთვის წყალი ელეტქროსადგურს კახოვკის წყალსაცავიდან მიეწოდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ყველაფერი ტერქტის განსახორცილებლად.
„კახოვკის სადგურიდან გაყარეს უკრაინელი თანამშრომლები, იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი სრულად აკონტროლებენ სადგურს. საჭიროა დაუყოვნებლვ მოქმედება, რათა რუსეთს არ მიეცეს ამ კატასტროფის განხორციელების შესაძლებლობა“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერაქტის დამანგრეველ ეკოლოგიურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ შედეგებს შესაძლოა, ისტორიული კატასტროფა ეწოდოს.
მან მოითხოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორიოს სადამკვირებლო მისიის გაგზავნა, უკრაინელი პერსონალის დაბრუნება და აგრეგატებისა და კაშხლის დაუყოვნებლივ განმაღვა.
„რუსეთი ამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოაწყოს მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ - განახორციელოს ტერაქტი და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















