ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 15:09 | 21.10.2022 ნანახია: 455
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემენ.
ამის შესახებ მან Israel News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინას. ჩვენ ვიყავით პირველები, და თუ არ ვცდები ვრჩებით ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინაში საველე ჰოსპიტალი გაგზავნა, ჩვენ უკრაინაში გავაგზავნეთ და ვაგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ სამოქალაქო გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას. რა თქმა უნდა, გაეროში ხმა მივეცით და ცალსახად დავგმეთ შეჭრა {უკრაინაში} და ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში“. - განაცხადა ლაპიდმა.
თუმცა მან თქვა, რომ როგორც პრემიერი ვალდებულია გაითვალისწინოს ისრაელის ეროვნული ინტერესები.
„მაგრამ მე - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ და ჩემი მოვალეობაა გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვითი ინტერესები. ამასთან დაკავშირებით გვიწევს ძალიან სერიოზული საკითხების გადაწყვეტა. მე საერთოდ არ მჯერა რთულ კითხვებზე მარტივი პასუხების. არც ამერიკელებს, არც ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან, თავიანთ სამხედრო-საჰაერო ძალებს რუსული სატანკო კოლონიების დასაბომბად არ აგზავნიან. ყველა ითვალისწინებს თავის თავდაცვით ინტერესებს და მეც ზუსტად ასე ვმოქმედებ“, - განაცხადა ლაპიდმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იაირ ლაპიდს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების გადაცემა სთხოვა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















