აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით - ენტონი ბლინკენი
საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.10.2022 ნანახია: 527
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ომის დასრულებით.
ამის შესახებ მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციზე თქვა.
„როდესაც საუბარია დიპლომატიაზე, რათა ომი შეწყდეს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მივა თუ არა რუსეთი იმ წერტილამდე, სადაც ის ნამდვილად დაინტერესებული იქნება აგრესისიის შეწყვეტით, რომელიც მან წამოიწყო. ამ მომენტისთვის ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, პირიქით, რუსეთი აორმაგებს თავის აგრესიას, რაც გამოიხატება ასობით ათასი მოქალქის მობილიზაციაში, ფიქტიურ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიებში, სამოქალქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში.
„ამრიგად, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი პუტინი შორს არის განზრახვისგან დაკავდეს შინაარსობრივი დიპლომატიით, აგრძელებს მოქმედებას საწინააღმდეგო მიმართულებით. ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მას აქვს, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინელი ხალხი არამხოლოდ უკიდურესად მამაცი და მედგარია, არამედ წარმატებულია აგრესიის მოგერიებასა და თავისი მიწების დაბრუნებისათვის ბრძოლაში“, - განაცხადა ბლინკენმა.
„უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი მიწისთვის, თავიანთი მომავლისთვის, რუსეთი - არა. რაც უფრო სწრაფად მიხვდება ამას პუტინი, მით უფრო მალე დამთავრდება ეს ომი“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ გამოიყენებს ყველა საშუალებას დიპლომატიის წინსვლისთვის, თუ კი ამ შესაძლებლობას დაინახავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ამას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ამ მომენტისთვის რუსეთი არ ავლენს არანაირ ნიშანს დაკავდეს აზრიანი დიპლომატიით“, - განაცხადა ბლინკენმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















