რუსეთის ძალები დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვითი ბრძოლებისთვის ემზადებიან - ISW
საქართველო, თბილისი - 11:52 | 23.10.2022 ნანახია: 592
რუსეთის ძალები დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვითი ბრძოლებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა დატოვეს სოფლები ჩარივნოე და ჩკალოვო, ქალაქ ბერისლავიდან კი გაიყვანეს ოფიცრები და მედიკოსები. ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა უკვე დატოვა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმია ემზადება შემაკავებელი მოქმედებებისთვის: ნოვა კახოვკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კახოვკის წყალსაცავში გაზარდეს წყლის დინება ნოვა კახოვკის ჰიდროელეტქროსადგურის კაშხლის დანგრევის შემთხვევისთვის. მანამდე ISW-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს, შესაძლოა, ააფეთქონ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს.
22 ოქტომბერს, საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის მოსახლეობას ქალაქის დატოვება უბრძანა „ფრონტზე დაძაბული ვითარების, ქალაქის მასირებული დაბომბვის საფრთხისა და ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი საშიშროების გამო“. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დაკავებული ტერიტორიების დატოვებისას, რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობა გაასახლოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველად იმოქმედებს უკრაინის გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.
ამის გარდა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე ორი კვირაა გრძელდება, ნაკლებსავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს უკრაინელების გამარჯვების სურვილზე, თუმცა ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით წარმოადგენს მზარდ საფრთხეს ცივი ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















