სერგეი შოიგუ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო "გამოყენებაზე" ელაპარაკა
საქართველო, თბილისი - 21:26 | 23.10.2022 ნანახია: 836
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოთქვა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
შოიგუ ჯერ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს სებასტიან ლეკორნოს ესაუბრა, შემდეგ თურქეთის მინისტრს ჰულუსი აკარს და ბოლოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს.
სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით".
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს მტკიცებით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნომ მოისმინა შოიგუს საუბარი, უკრაინის მიერ თავის ტერიტორიაზე ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის დადანაშაულების მიზნით“.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პარიზი უარყოფს „ესკალაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ბირთვულს“ და გამოთქვამს მზადყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის იმუშაოს მოკავშირეებთან.
თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჰულუსი აკარმა და შოიგუმ "გაცვალეს ინფორმაციები და მოსაზრებები პროვოკაციებთან დაკავშირებით სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენის აუცილებლობის შესახებ“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ შოიგუსა და ბენ უოლესს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















