თუ ჭურვი მოფრინდება ჩვენს რეგიონში, ქალაქები უნდა გავასწოროთ მიწასთან, ისე, რომ გამოჩნდეს შორი ჰორიზონტი, დონ - კადიროვი უკრაინაში ომის მსვლელობით ისევ უკმაყოფილოა
საქართველო, თბილისი - 11:44 | 25.10.2022 ნანახია: 579
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში ომის მსვლელობით ისევ უკმაყოფილოა. ის თავის შეშფოთებას ტელეგრამ-არხზე გამოთქვამს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომს უწოდებს.
„ადრე ჩვენ ვამბობდით, რომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს უკვე ომია, უკვე ომი მიმდინარეობს ჩვენ ტერიტორიაზე, დონ... მე ძალიან უკმაყოფილო ვარ, დონ“, - ამბობს კადიროვი.
როგორც ადრე, ის ახლაც მოუწოდებს ესკალაციისკენ. კადიროვი მტკიცებულებების გარეშე ლაპარაკობს უკრაინის მხრიდან დარტყმებზე „რუსეთის“ ტერიტორიაზე {უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე} და ამბობს: „ჩემი აზრით სუსტად ვპასუხობთ. თუ ჭურვი მოფრინდება ჩვენს მხარეს, ჩვენს რეგიონში, ქალაქები უნდა გავასწოროთ მიწასთან, დონ, ისე, რომ გამოჩნდეს შორი ჰორიზონტი, დონ“. კადიროვს მიაჩნია, რომ დასავლეთმა ამოწურა საპასუხო ზომების შესაძლებლობები. „უარესი აღარ იქნება, დონ. ევროპას არ აქვს ძალები“, - ამბობს კადიროვი.
კადიროვმა ადრე განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ნაწილობრივი მობილიზაცია არ განხორციელდებოდა, რადგან რესპუბლიკამ მებრძოლების გაგზავნის მხრივ გეგმას გადააჭარბა. მაგრამ ახლა ის ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა გაცილებით მეტი მებრძოლი უნდა გაგზავნონ არმიაში, მათ შორის ჩეჩნებმაც. „გაოცებული ვარ, რამდენი ჩეჩენი მოხალისე იბრძვის, დონ, მაგრამ მაინც ცოტაა, დონ! ჩვენ თითქმის მილიონ ექვსასი ათასი ვართ, დონ. მათგან 300-400 ათასი მაინც {უნდა წავიდეს}, დონ...“- ამბობს კადიროვი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















