ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა ჩვენს პარტიაში არ განიხილება, თუმცა ევროპული იდეის გარშემო ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო აქტიური კოორდინაცია გვექნება - დეკანოიძე
საქართველო, თბილისი - 13:58 | 28.10.2022 ნანახია: 566
ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა, ჩვენს პარტიაში არ განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ გულშემატკივრობს ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით რაღაც ფორმალიზებაზე საუბარი ადრეა, რადგან არც მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულად ტექნიკური ფორმალიზება, მე მხედველობაში მაქვს ის სამი პარტია რომელმაც მათ შორის დააანონსეს ე.წ. საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ერთი. მეორე, ძალიან ადრეა ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. მესამე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენს საერთო კალათაში გაცილებით მეტი ხმები მოვაგროვოთ. მეოთხე, ჩვენ ვიყავით ავანგარდში პრეკოალიციის, რომელიც იყო 2020 და 2021 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ზოგადად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის ბაზა გაიზარდოს. რაც შეეხება ტექნიკურ ფორმალიზებას, მათ შორის ერთიან სიას ან რაღაც შერწყმას და ასე შემდეგ, ჩვენს პარტიაში ეს არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ევროპული იდეა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქიის ჩამოცილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო აქტიური კოორდინაცია გვექნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















