თუ ივანიშვილზე არ იმოქმედებს, სათანადოდ შესრულებული არ იქნება - მარკეტა გრეგოროვა დეოლიგარქიზაციაზე

საქართველო, თბილისი - 12:45 | 04.11.2022
ნანახია: 493

როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი, - ამის შესახებ ევროპალამენტარმა მარკეგტა გრეგოროვამ "ფორმულასთან" ინტერვიუში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

"როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. ასე რომ, თუ იქნება რეფორმები, რომელიც არ იმოქმედებს მასზე, ანუ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული. საჭიროა, რომ შეეხოს ყველას - რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეც არის. ასე რომ, ივანიშვილი არ შეიძლება, გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება", - თქვა გრეგოროვამ.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ქართული ოცნების წევრები გამორიცხავენ, რომ დეოლიგარქიზაცია პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე