თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 04.11.2022
ნანახია: 331

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გლდანის მაჟორიტარი, "ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და ენმ-ს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა კოტე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია ვაკის პარკის ტრაგედიით მანუპულირებაში დაადანაშაულა და უსაყვედურა, რატომ არ მოიკითხეს ოპოზიციონერებმა დაშავებული ბავშვები კლინიკაში. რაზეც, ეძგვერაძემ უპასუხა, რომ დაკავშირება სცადა, თუმცა ოჯახებთან კონტაქტზე ვერ გავიდა.

ამ ფაქტის გამო, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლების პროცედურა შეეწყვიტა. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა საკრებულოს შენობის დერეფანშიც მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე