მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 18:10 | 04.11.2022
ნანახია: 324

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას. პრეზიდენტი ამის შესახებ "ფეისბუკის" გვერდზე წერს.

"უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი", - აცხადებს პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა - ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბოლო სხდომა თითქმის ერთი წლის წინ, 13 დეკემბერს გაიმართა.

საბჭოს სხდომა არ გამართულა, მათ შორის არც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე