ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს - პუტინი
საქართველო, თბილისი - 20:37 | 04.11.2022 ნანახია: 590
ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“
„სიტუაცია უკრაინაში მისმა ე.წ. მეგობრებმა იქამდე მიიყვანეს, რომ რუსეთისთვის სასიკვდილო და უკრაინელი ხალხისთვის თვითმკვლელი გახდა.
ჩვენ ამას საბრძოლო მოქმედებებში ვხედავთ. უბრალოდ უცნაურია, რაც იქ ხდება.
თითქოს უკრაინელები არ არსებობენ. სწორედ უკრაინა და უკრაინელი ხალხია მთავარი მსხვერპლი რუსების, რუსეთის მიმართ მიზანმიმართული სიძულვილის კამპანიის.
რუსეთში ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, ასე იყო და არის, დღევანდელი ტრაგიკული წინააღმდეგობის მიუხედავად“, - თქვა პუტინმა.
4 ნოემბერს რუსეთში ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. პუტინმა თავისი განცხადება უკრაინის მიმართ რუსეთის „განახლებული რუკის“ ფონზე გააკეთა, რომელზეც ოკუპანტებმა ანექსირებული უკრაინის მიწები დაიტანეს.
პუტინმა სრულმასტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად უკრაინის „დენაციფიკაცია“ დაასახელა.
ფრონტზე რუსი ოკუპანტების წარუმატებლობის ფონზე რუსეთმა შეცვალა თავისი ნარატივი და „დენაციფიკაციას“ აღარ ახსენებს.
თუმცა ოკუპანტებმა დაიწყეს მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მილიონობით უკრაინელი ელეტქრომომარაგებისა და წყალმომარგების მხრივ უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დაბომბვების მიუხედავად, რუსეთის დიქტატორი ცინიკურად აცხადებს მზადყოფნას უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც {უკრაინა} მისი თქმით, „ლენინმა შქმნა“. „დენაციფიკაციას“ პუტინი აღარ ახსენებს. თუმცა კრემლი ავრცელებს უგუნურ ნარატივს „ერთ ხალხსა“ და „ძმათამკვლელ ომზე“, რომელიც „კოლექტიურმა დასავლეთმა“ და „ანგლოსაქსებმა“დაიწყეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















