ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებს დააკვირდებიან

საქართველო, თბილისი - 21:01 | 04.11.2022
ნანახია: 286

საქართველოს პარლამენტის წევრები, ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში მონაწილეობას საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ - ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადას შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება." ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე