გიორგი რუხაძე: ხელისუფლების პასიურობა ევროზონასთან უვიზო მომოსვლის დროულად მიღების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის
საქართველო, თბილისი - 11:20 | 03.03.2016 ნანახია: 1850
“ხელისუფლების პასიურობა ევროზონასთან უვიზო მომოსვლის დროულად მიღების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. “ – ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
რუხაძის თქმით, ევროპარალამენტის მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. ასევე ევროკავშირის საბჭოც არ გაინიხილავს საქართველოსთვის სავიზლო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს რომელიც 17-18 მარტს შეიკრიბება.
„გუშინ ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ევროპარლამენტში შეხვდი სხვდასხვა ფრაქციების წარმომადგენელებს, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პასიური, მისი ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ქმნის არარეალისტურ მოლოდინს და თუ სერიოზულად არ გააქტიურდა ხელისუფლება, უვიზო მიმოსვლას ევროზონასთან ზაფხულში კი არა შემოდგომაზეც ვერ მივიღებთ. გარდა შეხვედრებისა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი. სტრასბურგის სესიაზე, რომელიც 7-10 მარტს გაიმართება, საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. ასევე არ გაინიხილავს საქართველოსთვის სავიზლო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროკავშირის საბჭო, რომელიც 17-18 მარტს შეიკრიბება.“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
„პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი მოუწოდებს ხელისუფლებას გააქტიუროს ლობისტური ნაბიჯები, წინააღმედგ შემთხვევაში დაპირებები ზაფხულში ევროზონასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მხოლოდ დაპირებად დარჩება. „თუ ხელისუფლებამ ლობისტური ნაბიჯები არ გააქტიურა, ევროპარლამეტში ფრაქციების ლიდრების დონეზე არ მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სესიაზე დაყენება, რომელიც 11-14 აპრილს გაიმართება, ასევე ევროკავშირის საბჭოს 23-24 ივნისის სხდომაზე მისი განხილვა, ხელისუფლების დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეები ზაფხულში ევროზონაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, უბრალო დაპირებად დარჩება.“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















