კიდურების მოკვეთა და საჯაროდ სიკვდილით დასჯა - თალიბები აწესებენ სასჯელს შარიათის კანონების მიხედვით
საქართველო, თბილისი - 12:04 | 15.11.2022 ნანახია: 646
თალიბების ლიდერმა ჰაიბათულა აჰუნძადამ ავღანეთის მოსამართლეებს უბრძანა შემოიღონ სასჯელი შარიათის კანონების შესაბამისად. მისი მოთხოვნით, ძარცვაში, ადამიანების გატაცებასა და ამბოხისკენ წაქეზებაში ბრალდებულები საჯაროდ უნდა დაისაჯონ კიდურების მოკვეთითა და ჩაქოლვით. იუწყება BBC.
თალიბების პრეს-მდივანმა ზაბუჰულა მუჯაჰიდმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მოსამრთლეებს მიეცათ დავალება გამოავლინონ დანაშაულის ელემენტებში წმინდა ისლამური კანონების დარღვევის ნიშნები. ეს განსაკუთრებით ეხებათ ქურდებს, გამტაცებლებსა და მემბოხეებს.
არსებითად, თალიბებს ახალი არაფერი შემოაქვთ, მხოლოდ უბრუნდებიან ძველ პრაქტიკას, რომელიც 1996-2001 წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამკვიდრეს. იმ წლებშივე მათ შემოიღეს საჯაროდ, სისასტიკით სიკვდილით დასჯა.
სწორედ ამის გამო მათ ზურგი შეაქცია ბევრმა ავღანელმა, რომელბიც საერთო ჯამში ყოველთვის შარიათის კანონებს ემხრობოდნენ.
გასული წლის აგვისტოში ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გასვლისა და ხელისუფლებში დაბრუნების შემდეგ, თალიბებმა ზომიერი მმართველობის პირობა დადეს. მაგრამ ამის მიუხედავად, სასტიკად ახშობენ თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებს.
გასულ კვირას მათ ქალებს ქაბულის პარკებში შესვლა აუკრძალეს, რაც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან ქალების უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს.
ასევე დედაქალაქის მაცხოვრებელ ქალებს გასული კვირიდან ეკრძალებათ საზოგადოებრივ აბანოებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა, იმის მიუხედავად, რომ ამ დაწესებულებებში შესასვლელი გენდერული ნიშნით გაყოფილია.
ამიერიდან, ავღანელი ქალებისთვის ეს ადგილები სრულად მიუწვდომელია. სრულ აკრძალვას თალიბები იმით ხსნიან, რომ ქალების ყოფნა მსგავს ადგილებში ისლამის კანონებს არ შეესაბამება.
ქალებს ეკრძალებათ შორეული მოგზაურობა მამაკაცის თანხლების გარეშე.
მოზარდ გოგონებს ქვეყნის უმეტეს ნაწილში სკოლებში სწავლა ისევ აკრძალული აქვთ, „თალიბანის“ დაპირების მიუხედავად, რომ მათ განათლების უფლებას მისცემდა.
მხოლოდ მცირე რაოდენობით ქალი აგრძელებს მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. უმეტესობა, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამსახურში აღარ დაბრუნებულა.
თალიბებმა მაისში გამოსცეს განკარგულება, რომლის თანახმად, ავღანელ ქალებს ეკრძალებათ ქუჩაში დაუფარავი სახით გამოსვლა.
ქაბულში ქალები რამდენჯერმე გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე თავიანთი უფლებების დასაცავად, თუმცა „თალიბანი“ ბევრ მათგანს სასტიკად გაუსწორდა.
ავღანეთში სასტიკი ანგარიშსწორების ქვეშ ასევე ექცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, დასავლურ ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები და თარჯიმნები, რომლებიც ნატო-ს ჯარებთან თანმშრომლობდნენ.
საზღვარგარეთ გაყინულია მილიარდობით დოლარი ავღანური აქტივებიდან. საერთაშორისო საზოგადოება „თალიბანს“ ავღანეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაპირებების შესრულებას სთხოვს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















