ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწორ გზაზე ვართ - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 12:26 | 16.11.2022 ნანახია: 462
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ევროინტეგრაციისთვის წარმატებებს მიაღწია და მთავრობა აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიან გეგმაზე. ამის შესახებ მან საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებამ ევროკომისრისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოისმინა, რაც ნიშნავს იმ პროგრესის დანახვას, რასაც ქვეყანამ მიაღწია.
„ვიდრე დედაქალაქის საკითხებზე გადავალთ, მინდა, გამოვეხმაურო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს ვიზიტს საქართველოში. ევროკომისრისგან მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა და აღიარება, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მთავრობა და ყველა შტო მზადაა, რომ აღნიშნული გეგმა შესრულდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღიარება იმის, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით; სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით და რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, მოსახლეობამ იცის, რომ ამ რთულ გზაზე რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასიც, როდესაც სრულიად უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები არის დასტური იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას.
„ამდენად, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს - დეპოლარიზაციას, აქაც გვაქვს სრული მზაობა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, ეს ცალმხრივი ვერ იქნება და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















