ჩემთვის მიუღებელია. ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, ნურავის განვკიცხავთ - პრემიერი "ხალხის ძალაზე"
საქართველო, თბილისი - 14:02 | 18.11.2022 ნანახია: 446
მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მმართველ პარტიას გამოყოფილ "ხალხის ძალაზე" საუბრისას განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
"რამდენიმე დეპუტატმა დატოვა ჩვენი პარტია, ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის, ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მორაობა და პარტიაც, ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე ვთქვით არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული და გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში, რომ არ დარჩნენ უმრავლეოსბაში, ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას, ჩვენ გვექნება რეალურად პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები.
რა თქმა უნდა, მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ერით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედებაც და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება, განსხვავებები გვქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდებელთან, შეიძლება, სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად სხვა აზრები ჰქონდეს - ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, ნურავის ნუ განვიკითხავთ, ნუ განვკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ეს არის ერთმანეთის მიმართ დაუშვებელი, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის გამყარება"- თქვა ღარიბაშვილმა.
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" დატოვეს, დეპუტატებმა არაერთი წერილი გაავრცელეს, რომლებშიც წერენ, რომ აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს ქვეყნის ომში ჩართვა სურს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















