რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, უკრაინაში 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - პროკურატურა
საქართველო, თბილისი - 11:47 | 21.11.2022 ნანახია: 520
უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 8 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამ დროისათვის უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი. ამის გარდა, 11 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიჭრა. ამის შესახებ ტელემარათონის დროს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა. „მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წვდომა“, - აღნიშნა მან.
კოსტინის თქმით, ბოლო ორ თვეში ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, მათგან 90 პროცენტი სამოქალაქო პირია. „ფაქტობრივად, ხარკოვის ოლქის ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში ვპოულობთ ადგილებს, სადაც ხოცავდნენ მშვიდობიან უკრაინელებს“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ასევე კოსტინის თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღნუსხა 45 ათასზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული.
ომის დანაშულებში ბრალდება წარედგინა 216 რუს სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის 17 სამხედრო ტყვეს, დანარჩენებს კი ბრალი დაუსწრებელად წარედგინათ. სასამართლოში ბრალდებები გაგზავნილია 60 პირის მიმართ, მათგან 12 უკვე გასამართლებულია.
დანაშაულებს შორის, რომლებშიც რუსი სამხედროები არიან ბრალდებული, არის თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე, სასტიკი მოპყრობა მშვიდობიანი მოქალქეების მიმართ, სამოქალაქო პირების განზრახ მკვლელობა და სექსუალური ძალადობა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















